თემურ ჭკუასელი: “ქართულმა ოცნებამ” გურიაში ამჯერადაც ძალიან კარგი კანდიდატები წარმოადგინა

“მაქვს რწმენა, რომ წარდგენილი კანდიდატები გაიმარჯვებენ საპარლამენტო არჩევნებში“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ჭკუასელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” გურიაში ამჯერადაც ძალიან კარგი კანდიდატები წარმოადგინა.
“მაქვს რწმენა, რომ წარდგენილი კანდიდატები გაიმარჯვებენ საპარლამენტო არჩევნებში. რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეს, ის არის განსაკუთრებულად ერუდირებული ახალგაზრდა მენეჯერი, რომელმაც ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეძლო იმ პოსტზე რომელზეც მუშაობდა აქამდე. ვფიქრობ, რომ ის იქნება აბსოლიტურად შეუცვლელი პარლამენტარი და ძალიან კარგად წარმართავს იმ საქმეს რომელსაც ჩააბარებენ”, – განაცხადა ჭკუასელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები