პრემიერმა ოზურგეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არჩილ თალაკვაძე წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა გურიაში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
პრემიერმა ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ხოლო ლანჩხუთსა და ჩოხატაურში თემურ ჭკუასელი დაასახელა.
„დარწმუნებული ვარ, ოზურგეთელები იამაყებთ თქვენი მაჟორიტარით“, – მიმართა პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობას.
მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას კანდიდატების ბიოგრაფიაც გააცნო. მისი თქმით, დასახელებულ კანდიდატებზე დიდ იმედებს ამყარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები