კახა კალაძე: გიორგი მარგველაშვილის განცხადებები არის “ნაციონალების” ციტირება

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ჭორაობისგან და პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს.
როგორც კახა კალაძემ გურიაში ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდში პოლიტიკოსები ამორალურ და ზნეობადაკარგულ განცხადებებს აკეთებენ.
მისი თქმით, გასაგებია, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში რთულია საუბარი ზნეობაზე, მორალზე, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა უნდა მოახერხონ ამისგან თავის დაღწევა.
„ორი დღეა ვისმენთ პრეზიდენტის არაადეკვატურ განცხადებებს. აშკარად ჩანს, რომ ის ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია განახორციელოს, რაზეც დგას ჩვენი სამშობლო. აშკარად ჩანს, რომ ის არის დაბნეული იმ რეაქციების გამო, რაც მოყვა მის განცხადებებს საზოგადოებაში, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ კორცხელის ინციდენტი დააკავშიროს ჩემთან. გიორგი მარგველაშვილი ყოველთვის ამბობს, რომ არ არის არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მაგრამ მისი განცხადებები არის “ნაციონალების” ციტირება და არ მახსოვს, გაეკეთებინოს განცხადება კარალეთში მომხდარ ინციდენტთან და იმ ზონდერებთან დაკავშირებით, რომლებიც საშინელ დღეში აგდებდნენ ადამიანებს წლების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები