აზიის განვითარების ბანკის ანტიკორუფციული ოფისის მისია საქართველოში იმყოფება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ეკა სეფაშვილი, „საქართველოს გაერთანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორთან, გიორგი კობერიძესთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის ანტიკორუფციული ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.
ანტიკორუფციული ოფისის მისია საქართველოში 25 ივლისიდან 19 აგვისტომდე დარჩება და აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების შესყიდვებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და თანხების გადარიცხვის საკითხებს შეისწავლის. ასევე, ინსპექტირება ჩაუტარდება მიმდინარე სამუშაოებსაც.
მისიის ფარგლებში მომზადებული ანგარიში აზიის განვითარების ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
მინისტრის მოადგილემ და კომპანიის ხელმძღვანელობამ მისიასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს. ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა მისიის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის პროექტების გამჭვირვალედ და კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება პრიორიტეტული საკითხია.

- რეკლამა -

- რეკლამა -

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები