იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტს ურჩევს, პროკურატურას მიმართოს
პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება.
მინისტრი გიორგი მარგველაშველს ურჩევს მიმართოს პროკურატურას, თუკი მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა განხორციელდა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებაზე სხვა შეფასებას ვერ გააკეთებს.
“როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრს ან მისი სამსახურის თანამშრომელს თუ ინსტიტუტის წარმომადგენელს ემუქრებიან, ამისთვის სრული მზაობა აქვთ ძალოვან სტრუქტურებს, რომ ეს ინფორმაციები მოისმინონ, მიიღონ, დააოქმონ და იქ, სადაც საჭიროა, დაიწყოს გამოძიება,” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის მცდელობა იყო.