პრემიერი: ადამიანების თავისუფლება არის უზენაესი, რაზეც უნდა დამყარდეს შემდეგი განვითარება

დღეს ტელევიზიიდან თავისუფლად ისმის კრიტიკული მოსაზრებები. ხანდახან გულსატკენი და არაობიექტური, მაგრამ ჩვენ ამას ვეგუებით -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სამეგრელოში, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ თავისუფალ საარჩევნო გარემოზე და აღნიშნა, რომ დღეს არავინ არავის არ სდევნის.
„დღეს ტელევიზიიდან თავისუფლად ისმის კრიტიკული მოსაზრებები. ხანდახან გულსატკენი და არაობიექტური, მაგრამ ჩვენ ამას ვეგუებით, რადგან ადამიანების თავისუფლება არის უზენაესი, რაზეც უნდა დამყარდეს შემდეგი განვითარება, კეთილდღეობა, ეკონომიკური პროგრესი და ა.შ..”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები