„დღეს საქართველოში გაცილებით მეტი სტაბილურობაა, ვიდრე ჩვენ გვქონდა თუნდაც ოთხი წლის წინ“

დღეს საქართველოში გაცილებით მეტი სტაბილურობაა, ვიდრე ჩვენ გვქონდა თუნდაც ოთხი წლის წინ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
პრემიერმა, ქვეყნაში სტაბილურობის შენარჩუნებისა და სწორი სამეზობლო პოლიტიკის წარმართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„დღეს საქართველოში გაცილებით მეტი სტაბილურობაა, ვიდრე ჩვენ გვქონდა თუნდაც ოთხი წლის წინ. მგონი, ამას ყველა გრძნობს. მიუხედავად იმ მოვლენების, რაც რეგიონში თუ მისგან მოშორებით ხდება, საქართველო რჩება გარკვეულ სტაბილურობის კუნძულად. ეს შესაძლებელი გახდა ძალიან გაწონასწორებული, ძალიან პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ თანმიმდევრული, დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ამავე დრო სწორი საგარეო პოლიტიკით, შევამციროთ რისკები ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვმართებს იმ სამეზობლოში, სადაც ვცხოვრობთ, მოვაგვაროთ ურთიერთობები ყველა მეზობელთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება უზრუნველვყოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებებს. სწორედ ამის საფუძველზე, საჭიროა შევქმნათ მეტი სტაბილურობა ქვეყანაში იმისათვის, რომ გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე ვიფიქროთ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები