კოლხეთის ეროვნულ პარკში რეკრეაციული ზონა მოეწყობა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კოლხეთის ეროვნულ პარკს სტუმრობდა, სადაც სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს გაეცნო.
პარკის ტერიტორიაზე, კოლიმბარის კუნძულზე, ყოფილი სამხედრო ანგარების ადგილას რეკრეაციული ზონა მოეწყობა. აშენდება ბუნების და ისტორიულ-კულტურული მუზეუმები. ასევე დაგეგმილია ამფითეატრის და საგამოფენო დარბაზის მოწყობაც.
ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები