მიხეილ ჯანელიძე ირანის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ირანის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრს, მაჰმუდ ვაეზის შეხვდა.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ასევე – რეგიონში განვითარებული საკითხები.
შეხვედრისას ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებულ პარტნიორობას სხვადასხვა მიმართულებით, რაც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებს.
შეხვედრისას კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში საქართველოში ირანელ ვიზიტორთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ნაყოფიერი თანამშრომლობის გააქტიურებასა და გაღრმავებას. ირანის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები