მარტინ შულცი: აუცილებელია, რომ ევროკომისია გადაკეთდეს ნამდვილ, ევროპულ მთავრობად

გერმანულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში ევროპარლამენტის პრეზიდენტი, მარტინ შულცი გამოდის მოსაზრებით, რომ ევროკომისია ევროპის “ნამდვილ მთავრობად გადაკეთდეს”.
“ბრექსიტის“ შემდეგ, გლობალური პოლიტიკური მძიმეწონოსანი ევროპა, რომელიც კოსმოპოლიტიზმზე, ტოლერანტობაზე, მრავალფეროვნებასა და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღებაზე დგას, კარგავს წონას. ბევრი შიშობს, რომ ეს იქონიებს დომინოს ეფექტს დაგეგმილი თუ მოთხოვნილი რეფერენდუმების ფონზე, რამაც ევროპის იდეის დასასრულამდე შეიძლება მიგვიყვანოს, რაც უფრო ვცილდები ევროპას, მით უფრო ენთუზიაზმს ვხედავ მის მიმართ სხვა ხალხებში, ხოლო რაც უფრო ვუახლოვდები მას, მით მეტი იმედგაცრუება მხვდება ევროპელებში. ხომ არ არის ეს იმ ისტორიული ამნეზიის ბრალი, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევიდან 25 წლის შემდეგ დაგვემართა?”, – აღნიშნავს ევროპარლამენტის თავმჯდომარე.
შულცი მიიჩნევს, რომ გამოსავალი ევროპის “გადატვირთვა”, ხელახალი დაწყებაა.
“ამისათვის აუცილებელია, რომ ევროკომისია, რომელიც სახელმწიფოთა წარმომადგენლებისგან იქნება დაკომპლექტებული, გადაკეთდეს ნამდვილ ევროპულ მთავრობად, ხოლო ის ევროპარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული, რომელსაც, თავის მხრივ ექნება, მეორე პალატა”.
სპიკერის აზრით, უნდა გაიზარდოს ევროსტრუქტურების ანგარიშვალდებულება, რათა იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს საკითხი აწუხებთ, აღარ ჰქონდეთ კითხვები, შესაბამისად, აღნიშნული მთავრობა პირდაპირი საყოველთაო ევროპული წესით უნდა აირჩეს, მიიჩნევს შულცი.
შულცის მოწოდებებს გამოეხმაურა გერმანიის პოლიტიკური ელიტა. გიუნტერ კირშბაუმის, „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის წარმომადგენლისა და გერმანიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ევროპის მოსახლეობას დრო სჭირდება.
“ევროპის მოსახლეობას დრო სჭირდება, ევროკავშირი ძალიან სწრაფად წავიდა წინ და მოსახლეობა ვერ ასწრებს გააზრებას, ამასთან, ამ შემოთავაზებას სჭირდება ევროკავშირის ხელშეკრულების ცვლილებები, რაც ამ ეტაპზე რთულად წარმოსადგენია”, – აცხადებს გერმანიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
წყარო:euroline.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები