ლავროვმა ნატო, 2008 წლის აგვისტოში, სააკაშვილის წაქეზებაში დაადანაშაულა
2008 წლის აგვისტოში, დასავლეთისა და ნატოს წაქეზების შედეგად, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცხინვალს თავს დაესხა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატომ განაცხადა, რომ ის საქართველოს და უკრაინას ალიანსში მიიწვევს, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, მაგრამ განცხადება იყო. 2008 წლის აგვისტოში კი სააკაშვილი ცხინვალს თავს დაესხა. თქვენ ნახეთ, რა მოჰყვა ამას. ის, რომ ნატოს წაქეზებაში ამ პროცესებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა, ეჭვი არ მეპარება. იგივე მოხდა უკრაინასთან დაკავშირებითაც – ნატოს გადაწყვეტილებამ მრავალი პოლიტიკოსი იქაც წააქეზა“, – განაცხადა ლავროვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ აშშ ყველანაირად ცდილობს, რომ მსოფლიოში ერთი პოლიტიკური ცენტრი იყოს და ის წყვეტდეს ყველაფერს.