გიორგი კვირიკაშვილი: კორცხელის ინციდენტი ძალიან დიდი შეცდომა იყო

კორცხელის ინციდენტი ძალიან დიდი შეცდომა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. პრემიერი აცხადებს, რომ შესაბამისი პრევენციული ზომები ოქტომბრის არჩევნებისთვის გატარდება.
„ასეთი საქმეები აღქმებსა და მოლოდინებზე არ არის დამოკიდებული. არის შესაბამისი ინსტიტუტები, რომლებიც ამ გამოძიებას ახორციელებენ. ბრალი წარდგენილია და მიმდინარეობს გამოძიება. პროცესი არის სასამართლოში. მე არანაირი უფლება არ მაქვს, რაიმე კომენტარი გავაკეთო. ერთადერთი კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ის, რაც მოხდა კორცხელში. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ჩვენ პირადად ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ იქ უკეთესად უნდა დარეგულირებულიყო ადამიანების უსაფრთხოების საკითხი და რა თქმა უნდა, შესაბამისი პრევენციული ზომები ოქტომბრის არჩევნებისთვის გატარდება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები