პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტ პაველ შერემეტის ტრაგიკული გარდაცვალების გამო

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტ პაველ შერემეტის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და თანადგომას უცხადებს ჟურნალისტის ოჯახს.
„ღრმა გულისტკივილით მივიღე ცნობა ჟურნალისტ პაველ შერემეტის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. მე პირადად ვიცნობდი პაველს – ყოველთვის საინტერესო თანამოსაუბრეს და გონიერ ადამიანს. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია საერთაშორისო ჟურნალისტიკისთვის.
ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ პაველის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები