ლიბიაში სამი ფრანგი სამხედრო დაიღუპა

ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დროს სამი ფრანგი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო მწუხარებით იუწყება, რომ ლიბიაში მისიის დროს სამი სამხედრო დაიღუპა“, – აღნიშნულია საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
სამხედროების დაღუპვის დეტალები უცნობია. რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან ლე ფოლმა განაცხადა, რომ ლიბიაში საფრანგეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ. მისივე ინფორმაციით, ამჟამად აშშ და საფრანგეთი „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ წინააღმდეგ ერაყის ქალაქ მოსულთან ოპერაციას ამზადებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები