„აეროფლოტმა“ თურქეთის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა შეაჩერა

კომპანია „აეროფლოტმა“ თურქეთის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა შეაჩერა. ამის შესახებ გამოცემა „რბკ“ იუწყება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, თურქეთიდან რუსეთში ბილეთები კვლავ იყიდება. 16 ივლისიდან „როსავიაციამ“ თურქეთში რეგულარული რეისები ამ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის გართულების გამო შეაჩერა. აკრძალვა პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციამდე შენარჩუნდება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 15 ივლისის საღამოს სამხედრო ამბოხება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები