თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 20 წევრი მოკლეს

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 20 წევრი მოკლეს. სამხედრო წყაროების ცნობით, ტერორისტების ადგილსამყოფელი უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით აღმოაჩინეს და ისინი F16-ის ტიპის თვითმფრინავებმა გაანადგურეს.
აღმოსავლეთ თურქეთში 2015 წლის ივლისის შემდეგ, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთ ტერორისტებს შორის დაპირისპირების განახლების შემდეგ, 6 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები