„ ვიკილიქსი“ დღეს, ანკარის დროით 11 საათზე, თურქეთის მმართველი პარტიის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას გამოაქვეყნებს

დღეს, ანკარის დროით 11 საათზე, „ვიკილიქსი“ თურქეთის მაღალჩინოსნების ელექტრონულ ფოსტას და მათ შორის არსებულ მიმოწერას გაასაჯაროებს. ინფორმაცია ამის შესახებ „ვიკილიქსის“ ტვიტერის ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ განთავსდა. „ვიკილიქსის“ ინფორმაციით, საქმე თურქეთის მმართველ პარტიას ეხება, რომლის უკანაც, მათი განცხადებით, სწორედ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დგას.
„სერიის გარკვეული ნაწილი შეიცავს 762 შეტყობინებების ფაილს, დაწყებული „ა“-დან „ი“-მდე, ეს ფაილები კი თავისთავად შეიცავს 294, 548 შეტყობინებას, რომლებსაც ასევე ათასობით ფაილები აქვთ მიმაგრებული. შეტყობინებები შემდეგი დომეინიდან მოდის: “akparti.org.tr”, მათ შორის ყველაზე უკანასკნელი ამა წლის 6 ივლისს იქნა გამოგზავნილი.
მიმოწერა 2010 წლიდან იწყება. აღსანიშნავია, რომ შეტყობინებები, რომლებიც ამ დომეინთან ასოცირდება, განკუთნილია მსოფლიოსთან საურთიერთობოდ, რაც ეწინააღმდეგება იმ შიდა საკითხებს, რომლებიც ყველაზე სენსიტიურია.
მასალა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე ერთი კვირით ადრე იქნა მოპოვებული. ჩვენ დავამოწმეთ ის მასალა და ის წყაროები, რომლებიც არ არიან დაკავშირებულები იმ ელემენტებთან, რომლებიც დგანან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან, არ არიან სახელმწიფოს და პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ“, – ნათქვამია „ვიკილიქსის“ განცხადებაში.

წყარო: cyber.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები