ტურისტებით სავსე ნავის სიახლოვეს, რამდენიმე მეტრში, ვეშაპი წყლიდან ამოხტა
ავსტრალიის სანაპიროსთან, ტურისტებით სავსე ნავის სიახლოვეს, ვეშაპი წყლიდან ამოხტა. ეს ფაქტი მეორე ნავზე მყოფმა ჯონ გუდრიჯმა გადაიღო. გუდრიჯი ოკეანოლოგია, რომელიც ვეშაპებს აკვირდება. ტურისტები 1 ვეშაპს აკვირდებოდნენ, რომლებიც ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან იმყოფებოდნენ. ამ დროს ვეშაპები ჩრდილოეთის მიმართულებით მიგრირებენ. სექტემბრის შემდეგ კი ისინი ანტარქტიდისკენ ბრუნდებიან.