თურქეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე საიტი WikiLeaks-ი დაბლოკა

თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე საიტ WikiLeaks-ი დაბლოკა. ეს გადაწყვეტილება თურქეთში მმართველი პარტიის წევრების 300 ათასი წერილის გამოქვეყნების შემდეგ მიიღეს.
როგორც WikiLeaks-ის განცხადებაშია აღნიშნული, წერილების გამოქვეყნება დროზე ადრე გადაწყდა, მას შემდეგ, რაც თურქეთში წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების გამო ქვეყანაში „წმენდა“ დაიწყო. სამხედრო ამბოხებასთან კავშირში, საერთო ჯამში, 45 ათასი ადამიანია ეჭვმიტანილი. მათი ნაწილი დაკავებულია, ნაწილი კი სამსახურიდან დაითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები