დიდ ბრიტანეთში, ლინკოლნშირის საგრაფოში მამაკაცმა ცოლი და ქალიშვილი მოკლა

დიდ ბრიტანეთში, ლინკოლნშირის საგრაფოში მამაკაცმა მეუღლე და ქალიშვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა ერთ-ერთ საცურაო აუზთან მოხდა. გამოცემა „ინდეფენდენთის“ ცნობით, მამაკაცის სახელია ლანს ჰარტი, ის 57 წლისაა. მან 59 წლის მეუღლე კლერ ჰარტი და ქალიშვილი შარლოტა ჰარტი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. პოლიცია ვარაუდობს, რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები