კიევში რუსი ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა

 

ცნობილი რუსი ჟურნალისტი პაველ შერემეტი კიევში დაიღუპა. მანქანა, რომლითაც შერემეტი გადაადგილდებოდა, დღეს დილით აფეთქდა. ამის შესახებ გამოცემა „რბკ“ იუწყება.
ავტომობილი, რომელშიც შერემეტი იმყოფებოდა, ბოგდან ხმელნიცკისა და ივან ფრანკოს ქუჩების გადაკვეთაზე, რესტორან „მაკდონალდსთან“ აფეთქდა.
ავტომობილი „უკრაინსკაია  პრავდას” ხელმძღვანელს, ელენა პრიტულას ეკუთვნოდა. ის მანქანაში არ იმყოფებოდა.
ადგილზე მივიდა უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე, რომელმაც განაცხადა, რომ რუსი ჟურნალისტის დაღუპვის დეტალური გამოძიება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები