კიევში ავტომობილის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კიევის ცენტრში, რესტორან „მაკდონალდსთან“ ავტომობილის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გამოცემა „უკრაიანსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ავტომობილი ამავე გამოცემის ხელმძღვანელს, ელენა პრიტულას ეკუთვნოდა. აფეთქების მომენტში ის მანქანაში არ იმყოფებოდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპული ჟურნალისტია. შემთხვევა ბოგდან ხმელნიცკის და ივან ფრანკის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა.
რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაღუპული შესაძლოა, რუსი ჟურნალისტი პაველ შერემეტი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები