კულტურის მინისტრი: თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე, შევთანმხდით ძალიან პრინციპულ საკითხზე 

კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მის თურქ კოლეგასთან შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა. მისი თქმით, შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება დაიდო.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემს კოლეგასთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე იმისთვის, რომ საუბრიდან უკვე გადავიდეთ საქმეზე. კონკრეტული სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, კონრეტულ საკითხებზე სამუშაოდ. შევთანმხდით ძალიან პრინციპულ საკითხზე, რომელიც წლების განმავლობაში გადაუწყვეტელი იყო, რაც გულისხმობს ქართველი და თურქი სპეციალისტების ჩართულობას იმ პროექტებში, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე ხორციელდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამუშაოების შეფასების თვალსაზრისით, დაპროექტების სტადიაშივე ჩვენი და თურქი სპეციალისტები იყვნენ ჩართულნი. შევთანხმდით, რომ ახლო მომავალში, ჩემი კოლეგა მეწვევა საქართველოში და მოვაწერთ ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ახალ შეთანხმებას, რომელიც კარგ პლატფორმას შეგვიქმნის ურთიერთობების კიდევ უფრო გასააქტიურებლად”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ თურქეთში საქართველო

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები