ელჩი: საქართველო-თურქეთის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის

თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, თურქეთში დღევანდელ ვიზიტს რამდენიმე თვალსაზრისით ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
“თურქეთში დღევანდელ ვიზიტს რამდენიმე თვალსაზრისით ისტორიული მნიშვნელობა აქვს. რამდენადაც პრემიერ-მინისტრების დონეზე, პირველად ტარდება სტრატეგიული საბჭოს სხდომა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობენ. შესაბამისად, ხელი ეწერება ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს სხვადასხვა სფეროში, რაც ახალ ეტაპზე გადაიყვანს ორმხრივ ურთიერთობებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისათვის”, – განაცხადა კოპლატაძემ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტი მიმდინარეობს. მასთან ერთად იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები