დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თურქულ მხარესთან რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი

ეკონომიკის მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.
მისი თქმით, ბოლო 14 წლის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოში თითქმის ერთი მილიარდი დოლარია ინვესტიციების სახით შემოსული.
“დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას მოვაწერთ ხელს, მათ შორის იქნება განახლებული ინვესტიციებისა და წახალისების შეთანხმება, რომელიც დღევანდელ გამოწვევებს პასუხობს. როგორც სატრანზიტო ქვეყნები, ჩვენც და თურქეთიც ძალიან დაინტერესებულები ვართ კორიდორების განვითარებით. ამ მიმართულებით, ორ დამატებით შეთანხმებას მოვაწერთ ხელს. ერთი იქნება საერთაშორისო, კომბინირებული ტვირთების გადაზიდვა, რომლის მიხედვითაც, ჩვენს ტერიტორიებზე გავლით, შესაძლებელი იქნება, მულტუმოდალური ტრანსპორტის გამოყენება, როგორც სარკინიგზო, ისე საზღვაო, სახმელეთო და ერთ ხელშემკვრელ მხარესთან გვექნება საქმე, რაც რა თქმა უნდა, გაამარტივებს ტვირთმფლობელებისთვის აღნიშნულ კორიდორში ტვირთის გატარებას.
მეორე შეთანხმება იქნება საქართველოსა და თურქეთს შორის სარკინიგზო, სატვირთო გადაზიდვებისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ, რომელიც მოაწესრიგებს იმ სივრცეს, რასაც ჰქვია რკინიგზებს შორის ურთიერთობა, როგორც ტვირთის გადაზივდვის, ისე მგზავრთა გადაყვანის მიმართულებით, ასევე საზღვრის კვეთის მიმართულებით და ბარგთან მიმართულებით ურთიერთობებს. ფაქტობრივად, ეს არის წინმსწრები შეთანხმება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის. მოგეხსენებათ, წლის ბოლოს აუცილებლად გავუშვებთ აღნიშნულ რკინიგზას და უკვე მოწესრიგებული გვექნება ურთიერთობა, როგორც მგზავრთა გადაყვანისათვის, ისე ტვირთთა გადაზიდვისათვის”, – განაცხადა ქუმსიშვილმა, რომელიც თურქეთში ვიზიტით მყოფ პრემიერს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ახლავს თან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები