“თურქეთთან გარემოს დაცვის სფეროში ვთანამშრომლობთ და ვაპირებთ, გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა”

გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, თურქეთში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ვიზიტი პრემიერ-მინისტრთან ერთად, მნიშვნელოვანია.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და ქვეყანასთან. გარემოს დაცვის სფეროში ვთანამშრომლობთ და ვაპირებთ გავაგრძელოთ. 2009 წელს არის ხელშეკრულება ხელმოწერილი, ჩვენს მიერ რატიფიცირებული და ვთხოვეთ ჩვენს კოლეგას, დაჩქარდეს ეს პროცესი თურქეთის მხარეზე. ვთანამშრომლობთ სატყეო სექტორში, დაცული ტერიტორიების. ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ სახანძრო-უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ ტიპის შეთავაზებაც მივიღეთ სწავლების და ტექნიკური დახმარების. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლობა ეხება წყლის რესურსების ერთობლივ მართვას. შევთანხმდით იმაზე, რომ რაზეც ვისაუბრებთ, მხოლოდ ურთიერთსასარგებლო იქნება”, – განაცხადა აგულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტი მიმდინარეობს. მასთან ერთად იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები