18-19 აგვისტოს საქართველოს თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვევა

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შორის, ათი წელია, არსებობს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. მისი თქმით, ეს შეთანხმება არის შესაძლებლობა, იყოს კიდევ უფრო მეტი პროგრესი.
“მნიშვნელოვანია, გადაიხედოს ეს პროგრესი და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი ჩვენს კოლეგასთან. საქართველოში 18-19 აგვისტოს დავგეგმეთ საპასუხო ვიზიტი, სადაც ასევე ვგეგმავთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიზნესფორუმის გამართვას. ეს არის ჩვენი ურთიერთობების დასაწყისი”, – განაცხადა დანელიამ თურქეთში ვიზიტისას.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტი მიმდინარეობს. მასთან ერთად იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები