მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, თურქეთში სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრა იმართება. მისი თქმით, ეს არის პირველი შეხვედრა ამ ფორმატში, რომელიც დაგეგმილი იყო.
“ორ ქვეყანას შორის მეგობრობის, სტრატეგიული თანაშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებას, მჭიდრო კავშირების გარღმავებას. ეს არის მიმართულებები სოფლის, ეკონომიკის, ენერგეტიკის და სხვა სფეროში. ჩვენ ერთობლივად ვავითარებთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებს, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონალური განვითარებისათვის, უსაფრთხოებისათვის, მშვიდობისათვის”, – განაცხადა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტი მიმდინარეობს. მასთან ერთად იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები