გიორგი კვირიკაშვილი: სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთის რესპუბლიკას

საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით, დღეს ანკარაში საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ინსტიტუციონალურ სახეს შესძენს ისედაც აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს თურქეთთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობად ჩამოყალიბდა.
გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და ტერორიზმის საფრთხეებზე.
“მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ მკაცრად ვგმობთ ტერორისტულ აქტებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა თურქეთში და სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთის რესპუბლიკას. მიუხედავად ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევებისა, ვფიქრობ, უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა არ შეფერხდეს ჩვენი რეგიონის განვითარება და წარმატებით განვახორციელოთ საერთო პროექტები, მთელი რიგი მიმართულებით”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები