აზერბაიჯანში საპრეზიდენტო ვადის 7 წლამდე გაზრდა იგეგმება

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო ვადის გაზრდა 7 წლამდე იგეგმება. შესაბამისი ცვლილებების პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოში ილჰამ ალიევმა წარადგინა. ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ და, დადებითი შედეგის შემთხვევაში, კონსტიტუციაში შემდეგი ჩანაწერი შევა:
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევა საყოველთაო, თავისუფალი და პირდაპირი არჩევნებით 7 წლის ვადით ხდება. ამავე პროექტის მიხედვით, იგეგმება კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღება, რომლის მიხედვით პრეზიდენტად არჩევა აზერბაიჯანის მოქალაქეს 35 წლამდე არ შეუძლია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები