პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტი დაამტკიცებს

საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტი დაამტკიცებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, ამ დროისთვის კანდიდატებთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია არავისთან არ შემდგარა.
როგორც მიშველაძემ განაცხადა, აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მას არ ჰყავს მოკავშირეები არცერთ პოლიტიკურ ძალაში იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლოს რეფორმა.
„ლევან ბოძაშვილი არის მაღალი კვალიფიკაციის, მაღალი პროფესიული სტანდარტების ადამიანი. ამ დრომდე ბოძაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა. მანამდე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი, ვენეციის კომისიის წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის სამართლებრივად მრჩეველი, მუშაობდა გაეროსა და ეუთოში, ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში. იყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრი. რაც მთავარია მას აქვს სუფთა წარსული, რაც აუცილებელია მოსამართლისთვის“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები