ირაკლი შიხიაშვილი: საქართველოში „ამერიკულ-ქართული რესპუბლიკური ალიანსი“ დაფუძნდება

სამგორის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი, ამერიკულ „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას აპირებს. როგორც ირაკლი შიხიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამერიკაში იგი არჩეული იქნა კლუბ „ქვინსის“ წევრად, რომელიც ამერიკული „რესპუბლიკური პარტიის“ სეგმენტია და საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულებით მუშაობს.
„კლუბი აფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაციას ამერიკაში და ამის პარალელურად მისი წარმომადგენლობა საქართველოშიც დაფუძნდება. კლუბის ხელმძღვანელობა ჩამობრძანდება 7 სექტემბერს და დარჩება 13 სექტემბრის ჩათვლით. კლუბის სახელწოდება იქნება „ამერიკულ-ქართული რესპუბლიკური ალიანსი“.
ამ კლუბის წესდების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება, რათა ყველამ იცოდეს, თუ რა ღირებულებებზე, მიზნებზე, მიმართულებებზე იმუშავებს კლუბი, რომლის მიზანი ამერიკული და ქართული საზოგადოების დაახლოებაა“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
მისივე განმარტებით, „ქვინსი“ დაფუძნებულია 1865 წელს, არის ყველაზე ძველი და ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე კლუბი.
„სწორედ ამ კლუბში ჩნდება ახალი იდეა, კრეატიული მოსაზრებები, რითაც იკვებება პარტია სამომავლოდ თავისი გეგმის, პოლიტიკური გზის არჩევისას, მოსაზრებების გამოხატვისას. ამ კლუბთან ჩემი ურთიერთობის მიზანია, რომ მეტი კომუნიკაცია გაჩნდეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ვისაც მეტი ინფორმაცია ექნება საქართველოს კულტურული, ტრადიციული ღირებულებების, სულიერი ღირებულებების, ცხოვრების წესის, ისტორიული პროცესის, პროდასავლური არჩევანის შესახებ,“- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები