გერმანიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

გერმანიის ერთ-ერთ მატარებელში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ სააგენტო Amaq-ის მეშვეობით გაავრცელა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 17 წლის ავღანელი იმ ქვეყნებში, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან, თავდასხმების მოწყობის მოწოდებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ორშაბათს საღამოს დანით და ნაჯახით შეიარაღებული 17 წლის ავღანელი მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი – მძიმედ. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები