„თურქეთის ავიახაზებმა“ აშშ-ში ფრენა განაახლა

ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზებმა“ აშშ-ში ფრენა განაახლა. პირველი რეისი „სტამბოლი – ნიუ-იორკის“ მიმართულებით შესრულდა.
თურქეთში პარასკევს ღამით მომხდარი სამხედრო ამბოხების შემდეგ შეერთებული შტატების ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ თურქეთში ყველა ფრენა აკრძალა. ორშაბათს საღამოს ინფორმაცია გავრცელდა ფრენების აღდგენის შესახებ. „ვინაიდან ფრენების უსაფრთხოებისთვის ყველა ნორმა დაცულია, ჩვენ აკრძალვის გაგრძელების მიზეზებს ვეღარ ვხედავთ“, – განაცხადა „თურქეთის ავიახაზების“ ხელმძღვანელმა ილკერ აიციმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები