ავღანელი ლტოლვილის ოთახში, რომელიც გერმანიაში მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა, „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა აღმოაჩინეს

ავღანელი ლტოლვილის სახლში, რომელიც გერმანიაში მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა, პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ თვითნაკეთი დროშა აღმოაჩინა. ამის შესახებ ბავარიის შს მინისტრმა იოჰიმ ჰერმანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მაღალი ალბათობით შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ეს ისლამისტების მიერ ორგანიზებული თავდასხმა იყო, ვინაიდან ავღანელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.
ნაჯახით და დანით შეიარაღებული 17 წლის ავღანელი მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა. ინციდენტის დროს ოთხი ადამიანი დაიჭრა. ორის მდგომარეობა კრიტიკულია. როდესაც მატარებელი გაჩერდა, მამაკაცმა მიმალვა სცადა, მაგრამ ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მას ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები