დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, შამშად ახტარს შეხვდა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე შამშად ახტარს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე განხორციელების კუთხით დაგეგმილი ნაბიჯების თაობაზე.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების ამოცანების ეფექტიან შესრულებას. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა, ასევე, საქართველოსა და ESCAP-ს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის ის შესაძლო მიმართულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების ახალი დღის წესრიგის განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები