ჩრდილოეთ კორეამ სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების კომიტეტი ავრცელებს. ამავე ინფორმაციის მიხედვით, რაკეტებმა 500-600 კილომეტრი გაიფრინა. სამხრეთ კორეელი სამხედროების ცნობით, ამ რაკეტებს სამხრეთ კორეის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევა შეუძლიათ. 2016 წლის ივლისის დასაწყისში სამხრეთ კორეამ ჩრდილოელი მეზობლის საფრთხის გამო ქვეყნის ტერიტორიაზე „ტაადის“ საზენიტო კომპლექსი განათავსა, რამაც ჩრდილოეთ კორეის პროტესტი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები