ტაივანის ავტობუსში ხანძარს 26 ადამიანი ემსხვერპლა
ტაივანში ტურისტებით სავსე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ტაივანის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ავტობუსში ჩინელი ტურისტები იმყოფებოდნენ. ტაივანი ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. გასულ წელს ამ ქვეყანას 3,5 მილიონი ჩინელი ეწვია.