ერევნის პოლიციის შენობაში მყოფმა თავდამსხმელებმა მიმართვა გაავრცელეს

ერევნის პოლიციის შენობაში მყოფმა თავდამსხმელებმა მიმართვა გაავრცელეს. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მათ მთავრობაში მოსვლის სურვილი არ ამოძრავებთ. მიმართვის ავტორების სურვილია, სომხეთის არსებული ხელისუფლების შეცვლა.
„ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ, არ დავნებდებით, აქ ვდგავართ. თუ ჩვენ არ ვიქნებით და მოგვკვლავენ, მაშინ თქვენ მოგიწევთ ამ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ არ გვინდა მთავრობაში მოსვლა, თუნდაც მოვიდეს დროებითი ხელისუფლება, რომელიც განგვსჯის ჩვენც და ამ მთავრობასაც“, – აღნიშნულია წერილში.
განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა თავდამსხმელმაც და განაცხადა, რომ ისინი ქვეყანაში სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ.
“ჩვენ უკვე მესამე დღეა, ვიმყოფებით პოლიციის შენობის მთავარ სამმართველოში. ეს ბაზა ჩვენი კონტროლის ქვეშააა,მოქალაქეები ცდილობენ ჩვენამდე მოსვლას, თუმცა პოლიციის კორდონს ვერ სცდებიან, ისინი ჩვენგან დაახლოებით ერთ კილომეტრში არიან, ჩვენი უპირველესი მოთხოვნა რესპუბლიკის ძირეული შეცვლაა. მანამდე არ დავთმობთ,სანამ სისტემური ცვლილებები არ განხორციელდება როგორც ქვეყნის შიდა, ასევე გარე პოლიტიკაში. არსებულ სიტუაციაში ხალხმა უნდა თქვას თავისი სიტყვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოთხოვნები უბრალოდ მოთხოვნად დარჩება“, – აცხადებს ერთ-ერთი თავდამსხმელი.
პარალელურად, მთელი ღამის განმალობაში, ერევანში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ისინი ითხოვენ,რომ დაკავების შემთხვევაში თავდამსხმელები, როგორც ტერორისტები, ისე არ გაასამართლონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები