კახა კალაძე: საქართველო იმსახურებს, რომ იყოს თავისუფლების, კეთილდღეობის და სტაბილურობის ცენტრი რეგიონში

ჩვენ თქვენთან ერთად ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე დავაყენეთ, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო მშვიდ და სტაბილურ ქვეყნად წარმოვაჩინეთ, ავახდინეთ დიდ წინაპართა ოცნება და რეალურად შევაღეთ ევროპის კარი,- აღნიშნული განცხადება ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ქუთაისში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, კალაძის თქმით, საქართველო იმსახურებს, რომ იყოს თავისუფლების, კეთილდღეობის და სტაბილურობის ცენტრი რეგიონში, ხოლო იმერეთი ისტორიულად იმსახურებს, რომ იყოს ინდუსტრიის, დოვლათის შექმნის და პროგრესის ცენტრი საქართველოში.
„ჩვენ ერთად დავიწყეთ მუშაობა, რომ წესრიგი, მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ ბევრი საქმე წამოვიწყეთ, რომელსაც ბოლომდე უნდა მიყვანა და შედეგის მიღება. ჩვენ თქვენთან ერთად ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე დავაყენეთ, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო მშვიდ და სტაბილურ ქვეყნად წარმოვაჩინეთ, ავახდინეთ დიდ წინაპართა ოცნება და რეალურად შევაღეთ ევროპის კარი, შევქმენით ახალი შესაძლებლობების ეკონომიკა, პოლიტიკისგან გავათავისუფლეთ პოლიცია, სასამართლო, ჯარი, დავიწყეთ სოფლის ფეხზე დაყენება, გადავარჩინეთ უამრავი სიცოცხლე,ვამარცხებთ „21-ე საუკუნის ჭირად“ წოდებულ C-ჰეპატიტს, ათასობით დევნილს საკუთარი ჭერი მივეცით, გავათავისუფლეთ ბიზნესი და დავიცავით კერძო საკუთრება, ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, განვითარების რეალური შესაძლებლობები მივეცით.
ჩვენ ისე სწრაფად უნდა განვავითაროთ აქაურობა, რომ იმერეთის ქალაქები არაფრით ჩამოუვარდებოდეს დედაქალაქს. აქ ქუთაისში, ზესტაფონში და სხვა ქალაქებში თუ დაბებში უნდა იყოს მუშაობის და გართობის ყველა თანამედროვე საშუალება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა -ეს კი მხოლოდ შრომით, სწორი დაგეგმვით და თავისუფალი ნების ადამიანების ერთობით მიიღწევა. ჩვენ ერთად უნდა დავუბრუნოთ აქაურობას ის ფუნქცია, რაც ოდითგანვე ქონდა, ჩვენ ერთად უნდა მივხედოთ ჩვენს თავს- ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც ხალხის სამსახურშია და ამაყობს, რომ არასდროს საქართველოში არ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ძმა ძმას ტყვიას ესვრის, მეზობელი მეზობელს ძარცვავს და ხელისუფალი მოქალაქეს ატერორებს.
„ჩვენ ეს გამოვიარეთ, ჩვენ ეს ყველაფერი მწარე მოგონებებში და წარსულში დავტოვეთ. ჩვენ ვივლით მხოლოდ წინ და ერთად შევქმნით ისეთ საქართველოს, როგორსაც ვიმსახურებთ. როგორსაც ჩვენი წინაპრები შენატროდნენ. „რა არის ქართული ოცნება? – ის რომ საქართველოში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა მიიღოს სტაბილური სახელმწიფო, სამუშაო, დასვენება, ჯანდაცვა და განათლება. იყოს დაცული, იყოს თავისუფალი. ჩვენ შექმნილი გვაქვს ამ ოცნების ასრულების ყველა პირობა, ერთად ვიმუშაოთ, ერთად შევქმნათ ჩვენი მომავალ, ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა – ჩვენი საერთო სახლი. სწრაფი განვითარება – ესაა ჩვენი მისია!!! თითოეული ადამიანის კეთილდღეობა–არის ჩვენი მიზანი. თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა! – ეს ჩვენი გზაა და ამ გზას ჩვენთ ქვენთან ერთად გავივლით. ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან „ქართული ოცნება“ მტკიცე პოლიტიკური გუნდია, მკაფიო მიზნებით, სწორი სტრატეგიითა და ძლიერი ლიდერით”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები