გიორგი კვირიკაშვილი: თავი უნდა დავაღწიოთ უმძიმეს წარსულს და არ უნდა გავხდეთ იმ სისასტიკის მძევალი

ჩვენ დღეს ვდგავართ ევროპული, ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა „ქართული ოცნების“ მიღწევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2012 წელს ქართველი ხალხის დახმარებით და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით არჩევნებში შეუპოვარი ბრძოლით გაიმარჯვა.
„გამთლიანებული, ძლიერი საქართველოა თითოეული ჩვენგანის მიზანი და ოცნება, ჩვენი პატიის მიზანი და ამოცანაც სწორედ ეს არის. 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და თქვენი მხარდაჭერით, შეუპოვარი ბრძოლით გაიმარჯვა არჩევნებში.
ამ გამარჯვებამ გარდამტეხი როლი შეასრულა და საქართველო განვითარების სწორ გზაზე გაიყვანა. ამ 4 წელიწადში ჩვენ ძალ-ღონე არ დაგვიშურებია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესობისკენ შეგვეცვალა.
ჩვენ მივეცით ხალხს ის, რაც ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – თავისუფლება. ჩვენ მოვსპეთ შიში, რომელსაც დათრგუნული ყავდა საზოგადოება, შევქმენით პირობები მშვიდი ცხოვრებისთვის და გავაჩინეთ სტაბილურობის განცდა. ჩვენ ვიყურებით და მივდივართ წინ, თავი უნდა დავაღწიოთ უმძიმეს წარსულს და არ უნდა გავხდეთ იმ სისასტიკის მძევალი, რომელიც ყველამ ერთად გადავიტანეთ.
ანგარიშსწორება და შურისძიება გუშინდელი დღეა, რეგრესია, განვითარების შეფერხებაა. ჩვენი მიზანია საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა. მჯერა, მოვა დრო და უკეთ გამოჩნდება, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დღეს ვდგავართ ევროპული, ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები