საბერძნეთი თურქეთიდან გაქცეული 8 ოფიცრის სამშობლოში ექსტრადირებას აპირებს

საბერძნეთი თურქეთიდან გაქცეული რვა ოფიცრის სამშობლოში ექსტრადირებას აპირებს. ეს პირები კვირას ვერტმფრენით საბერძნეთში გაიქცნენ. ექსტრადირების გადაწყვეტილების შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრს, ბინალი ილდირიმს მისმა ბერძენმა კოლეგამ, ალექსის ციპრასმა აცნობა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
გარდა ამისა, ციპრასმა მიულოცა თურქეთის მოსახლეობას, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და „მთელი რეგიონისთვის თურქეთში სტაბილურობის და კონსტიტუციური რეჟიმის შენარჩუნების მნიშვნელობა“ აღნიშნა. თავის მხრივ, ბინალი ილდირიმმა ალექსის ციპრასს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თურქი ოფიცრების ექსტრადირებასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას დაახლოებით 10-15 დღე დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები