ალმა-ატაში თავდასხმას ყაზახეთის პრეზიდენტი ტერაქტს უწოდებს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ალმა-ატაში პოლიციელებზე თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა.
„ალმა-ატაში დღეს ტერორისტული აქტი მოხდა, რომელსაც, სამწუხაროდ, კვლავ მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა ნათესავებს სამძიმარს ვუცხადებ“, – განაცხადა ნაზარბაევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
ნაზარბაევმა შესაბამის სტრუქტურებს ქალაქში წესრიგის დასამყარებლად ყველა აუცილებელი ღონისძიების გატარება დაავალა.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს დილით ალმა-ატაში მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი პოლიციელი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები