დავით უსუფაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს, ისმაილ ქაჰრამანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილმა თურქ კოლეგას პარლამენტის სახელით მიუსამძიმრა და თურქ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ თურქეთში განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ვგმობთ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, მიმართულს ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. სოლიდარულები ვართ თურქი ხალხის მიმართ და მხარს ვუჭერთ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორის ძალისხმევას დაამკვიდროს მშვიდობა ქვეყნის მასშტაბით და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა. თქვენო აღმატებულებავ, ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები