ალმა-ატაში პოლიციაზე თავდასხმის მონაწილე ორი პირი დააკავეს

ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც დღეს დილით პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად სამი სამართალდამცველი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ოპერაციის დროს ამოღებულია იარაღი, რომელიც თავდამსხმელმა პოლიციელებისგან გაიტაცა. მანამდე პოლიციამ თავდასხმის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა, რომელმაც ალმა-ატაში, პოლიციის შენობასთან ცეცხლი გახსნა. მეორე თავდამსხმელმაც იარაღი პოლიციელებისგან გაიტაცა. მომხდართან დაკავშირებით ალმა-ატაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. ქალაქში კონტრტერორისტული ოპერაცია ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები