ნარმანიას მოადგილე ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თბილისის მერის მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ განუცხადა.
არსებული ინფორმაციით, გიორგი ლილუაშვილმა არჩევნებში მონაწილეობის მიზნით თანამდებობა უკვე დატოვა, თუმცა აღნიშნულს არ ადასტურებენ თბილისის მერიაში.
”გიორგი ლილუაშვილის საპარლამენტო აქტივობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. ის რამდენიმე დღეა შვებულებაშია. დანარჩენ საკითხებზე კონსულტაციების ვადა კი ჯერ არ ამოწურულა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები