ირაკლი შიხიაშვილი ამომრჩევლებს 3 ძირითადი პრობლემის მოგვარებაზე ესაუბრა

სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად მაჟორიტარობის კანდიდატი „მოსკოვის გამზირზე“ მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდა და ძირითადი პრობლემები და საჭიროებები განიხილეს. ადგილობრივებმა ერთ-ერთ არსებით საკითხად მძიმე სოციალური პირობები და დაბალი პესიები დაასახელეს. ახალგაზრდებმა კი გასართობი ადგილების, სკვერებისა, სათამაშო და სპორტული მოედნების მოუწესრიგებლობაზე ისაუბრეს.
როგორც მათ აღნიშნეს, სტადიონის რეაბილიტაციაზე მუშაობა რამდენჯერმე დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ადგილობრივებმა ყურადღება გაამახვილეს და სახელმწიფოს აქტიური დახმარება მოითხოვეს, ე.წ. ხრუშოვკებს ეხება.
როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდოდატმა ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნა, ავარიული კორპუსების ნაცვლად ახალი შენობების აშენება აუცილებელია. მან დევნილებისა და ვეტერანების პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამომრჩევლების ყველა მტკივნეული და პრობლემატური საკითხების გადაწყვეტაში აქტიურად ჩაერთვება. მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამგორს მოსახლეობას საკმაოდ აქტიურ რეჟიმში შეხვდება და საჭიროებების დეტალურად გაცნობის შემდეგ მათ პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტულ ხედვასაც შესთავაზებს.

13694996_1076430192445896_1403525710_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები