ილია დარჩიაშვილი: ვფიქრობ, საზოგადოება, რომელიც შეიკრიბება 29 აპრილს, იქნება ადამიანების ჯგუფი, რომელიც გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ,, ქართული ოცნების” მიერ 29 აპრილს დაგეგმილ საერთო-სახალხო შეკრებას გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, საზოგადოება, რომელიც შეიკრიბება ორშაბათს, 29 აპრილს, იქნება ადამიანების ჯგუფი, რომელიც გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას, საკუთარ ხედვას და საკუთარ განწყობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი. ბევრჯერ გავხდით მომსწრენი ჩვენს ქვეყანაში ძალიან დამაზიანებელი დეზინფორმაციისა, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხი. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ თავისუფალ, ლაღ და ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს რუსთაველზე, რომელიც ღიად იტყვის და დააფიქსირებს პოზიციას, რომ ერთი მხრივ, საქართველო ევროპული ქვეყანაა და ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროპულ ოჯახში საბოლოო წევრობა, მეორე მხრივ, ჩვენთვის ღირებულებები, ტრადიციები, რელიგია არის მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის მთავარი ქვაკუთხედი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები