გიორგი ვოლსკი: ევროპარლამენტი ვერანაირად გადაწყვეტს, ჰქონდეს თუ არა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს

,,მნიშვნელობა როგორ არ აქვს ევროპარლამენტს, მაგრამ ვერანაირად ვერ გადაწყვეტს ევროპარლამენტი, ჰქონდეს თუ არა თავისუფალი სავიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს თუ სხვა ნებისმიერ სხვა ქვეყანას. 27 ქვეყანა უნდა შეიკრიბოს და 27-ვემ უნდა გადაწყვიტოს, ამა თუ იმ თემასთან მიმართებით როგორ იმოქმედოს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას „იმედის ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის მექანიზმი ევროკავშირს არ გააჩნია.

„ევროპის ფასეულობა და ევროპის შარმი ისაა, რომ არის სამართლიანი, არის მმართველობის კარგი სისტემა, არის სოციალური პაკეტი, არის ეკონომიკა და ბევრი სხვა თემა. არის თემები, რომელზეც ევროპარლამენტი აი ამ ყველაფერს არ პასუხობს. კუბილიუსს ყველა იცნობს, ლიტვის პრემიერი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში და გორბაჩოვის იდეებს უჭერდა მხარს, გორბაჩოვისას, რომელსაც ქართველი ხალხის სისხლის აქვს ხელი გასვრილი. ახლა ასეთი კონიუნქტურა შეიქმნა ევროპაში და ამ კონიუნქტურით მანიპულაცია სამწუხაროდ ახასიათებს ევროპარლამენტს.

არავინ დამაბრალოს ევროსტრუქტურის მნიშვნელობის დამცირება, მაგრამ ისინი არ არიან საკითხებით დაკავებული. მნიშვნელობა როგორ არ აქვს ევროპარლამენტს, მაგრამ ვერანაირად ვერ გადაწყვეტს ჰქონდეს თუ არა თავისუფალი სავიზო მიმოსვლა საქართველოს და ნებისმიერ სხვა ქვეყანას. ამის მექანიზმი ევროპარლამენტს არ გააჩნია“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები