„პოზიციას“ ხელმძღვანელი ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულის შესახებ გურამ ადამაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
„შეძრწუნებული ვარ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც 80-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ და თანაგრძნობას ვუცხადებ ფრანგ ხალხს.
ნიცაში მომხდარმა ტერაქტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ის გამოწვევები, რომელთა წინაშე მსოფლიო დგას. ტერორისტული აქტები კაცობრიობის წინაშე უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენს, მისი სამიზნე არ არის კონკრეტული სახელმწიფო ან ერი. მსოფლიოს წინააღმდეგ მიმართულ ამ ქმედებას ყველა სახელმწიფო ერთობლივი ბრძოლით უნდა დაუპირისპირდეს და საბოლოოდ დაამარცხოს ეს უდიდესი ბოროტება“,- წერს გურამ ადამაშვილი.
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში 18 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები